19 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
თებერვლის თვეში ველოდებით ვაქცინების გარკვეულ მოცულობას, რომელიც მოწყვლად ჯგუფებზე გადანაწილდება - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველო კორონავირუსის ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას უკვე თებერვალში მიიღებს.

მისივე თქმით, ვაქცინა, პირველ რიგში, მოწყვლად ჯგუფებზე გადანაწილდება. 

"ვთანამშრომლობთ კოვაქს პლატფორმასთან, რომელიც, თავის მხრივ, აუცილებლად მოითხოვს ქვეყნის მხრიდან გეგმის წარდგენას ვაქცინაციის მიმართულებით, რომელიც ჩვენ უკვე წარდგენილი გვაქვს როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის, ასევე, კოვაქს პლატფორმისთვის. დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები, რაც გულისხმობს იმას, რომ თებერვლის თვეში კოვაქს პლატფორმიდან ველოდებით ვაქცინების გარკვეულ მოცულობას, რომელიც გადანაწილდება იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლისთვისაც ვირუსის გავრცელება არის ყველაზე მეტად რისკის შემცველი," - განაცხადა მინისტრმა. 

დღის ამბები