19 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი ქართველ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი ქართველ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს - ამის შესახებ ინფორმაცია თეატრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

განცხადების თანახმად,  თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე - დასის უპატივცემულობის უკიდურესი გამოვლინებაა.

"მთელ რიგ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეულია საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში (НОВАТ).

თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე - დასის უპატივცემულობის უკიდურესი გამოვლინებაა.

ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება, ხსენებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევამდე,"- ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ნინო ანანიაშვილმა ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის შემოთავაზებაზე ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა. 

დღის ამბები