ოკუპირებულ აფხაზეთში წვიმა მოვიდა და ამ დროისთვის, ხანძრის ყველა კერა ჩამქრალია - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით "სპუტნიკი" ავრცელებს.
"გაწვიმდა და ხანძრები მთლიანად ჩაქრა. მინისტრმა განაცხადა, რომ სიტუაცია, ფაქტობრივად, მართვადი და კონტროლირებადი იყო. ასევე, დღეს ახალი კერები გაჩნდა ოჩამჩირის რაიონში, ისიც ჩამქრალია. დამწვარი ტერიტორიის ფართობი ბოლომდე ცნობილი არ არის," - განაცხადა ე.წ. სამინისტროს პრეს-მდივანმა რომან ლაბიამ.