გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული 5 პირის პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გაგრძელდება. დაგეგმილია ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა. თუმცა ადვოკატებისთვის უცნობია კონკრეტულად ვინ დაიკითხება.
პარალელურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, სხეულის მსუბუქ დაზიანებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 8 პირის პროცესი განახლდება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ადვოკატები სასამართლოს სადავო მტკიცებულების უდაოდ ცნობის და შეფარდებული პატიმრობის შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავენ.