19 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
ჩვენი მხრიდან წინააღმდეგობა არ ყოფილა, მით უფრო რომ ამნისტირებულ მუხლს ეხებოდა საქმე - მირიან ნიკოლაძე

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ არცერთ საბურთალოელთან შაქარაშვილის ოჯახს პრეტენზია არ გააჩნია.

"ჩვენი მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა, მით უფრო, რომ ამნისტირებულ მუხლს ეხებოდა საქმე. გიორგისთან შემხებლობაში ისინი არ ყოფილან. მათ გიორგისთვის არც დაზიანება არ მიუყენებიათ და არც რაიმე სახის ზიანი,"-აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული, აგარაკის ინციდენტის მონაწილე 3 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. იმისთვის, რომ ბრალდებულები გაეთავისუფლებინათ, საჭირო იყო დაზარალებულების თანხმობის დოკუმენტი, რომელიც დღეს ადვოკატებმა სასამართლოზე წარადგინეს. 

ასევე არსებობდა გიორგი შაქარაშვილის ზეპირი თანხმობა, რომ ისინი ნამდვილად თანახმა იყვნენ გაეთავისუფლებინათ კონკრეტულად ეს სამი პირი. 

დღის ამბები