მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის საქმის განხილვა დღეს გრძელდება. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან, სავარაუდოდ, გამოკითხულთა შორის იქნებიან საქმის ე.წ. ოქროს მოწმეები გურამ ამირხანაშვილი ან ვახტანგ ახვლედიანი.
ადვოკატის შეფასებით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის თვითმხილველი არცერთი მოწმე არ არის და ჩვენება დაკავებულთა ბრალეულობას ვერ დაადასტურებს.