გელათის ტაძრის დროებითი გადახურვის ნაწილი დაზიანდა. არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წევრის თორნიკე ბარათაშვილის ინფორმაციით, სახურავის რამდენიმე მონაკვეთზე დამაგრებული თუნუქის ფილები აძვრა.
სახურავის დაზიანება ცუდმა ამინდმა და თოვლის საფარმა გამოიწვია. არსებული ინფომაციით, სახურავზე მიმდინარე სამუშაოებში ალპინისტები არიან ჩართული.
შეგახსენებთ, გელათის ტაძარის გადახურვის სამუშაოებში გამოვლენილი ხარვეზების გამო, ტაძარზე დროებით გადახურვა გაკეთდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დასრულდა.