17 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
ხელისუფლება ვალშია კრიმინალთან და უქმნის ისეთ პირობებს, რაზეც დღეს ლომჯარია საუბრობდა - ირმა ნადირაშვილი

"ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი ​პენიტენციურ დაწესებულებებთან დაკავშირებით ომბუდსმენის განცხადებას გამოეხმაურა.

ნადირაშვილის შეფასებით, სახელმწიფო კრიმინალურ დაჯგუფებებთან თანამშრომლობს.

"ხელისუფლება, რომელიც გადაბმულია კრიმინალთან, ქუჩასთან ერთად ატარებს არჩევნებს, ცხადია, ვალშია ამ კრიმინალთან და მას უქმნის ისეთ პირობებს, რაზეც დღეს ლომჯარია საუბრობდა. რაც შეეხება პასუხისმგებლობის მოთხოვნას ნინო ლომჯარიას მხრიდან, დარწმუნებული ვარ, რომ არავინ დაისჯება. ის, რაც დღეს ციხეში ხდება, არის პირდაპირ ხელისუფლების გადაწყვეტილება,"-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დღის ამბები