06 სექტემბერი 2026,   09:50
ვრცლად
გამოკითხულთა 60% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას კარგად გაუმკლავდა - NDI-ის კვლევა

გამოკითხულთა 60% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას კარგად გაუმკლავდა. NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 33% კი ამ კუთხით მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა.

როგორ გაუმკლავდა საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას - აღნიშნულ კითხვას გამოკითხულთა 7%-მა ვერ უპასუხა.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევა 17-24 დეკემბრის მონაკვეთში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით ტელეფონით 2 053 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევა ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის  საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1%. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

დღის ამბები