17 ნოემბერი 2024,   12:21
ვრცლად
კოვიდ დინამიკა იკლებს, თუმცა საჭირო დღიური 4 % ჯერ კიდევ მიუღწეველია - როდის მოიხსნება შეზღუდვები

იმისთვის, რომ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პროცესი გააქტიურდეს, ქვეყანა კორონავირუსის ინფექციის გავრცელების დადებითობის მაჩვენებლის შემცირებას ელოდება.

დინამიკა იკლებს, თუმცა საჭირო დღიური 4 % ჯერ კიდევ მიუღწეველია. ამასთან, ეს არ განიხილება 1 დღის ჭრილში - სტაბილურობა უნდა ნარჩუნდებოდეს 14 დღის განმავლობაში.

ტრანსპორტის და სკოლების მსგავსად, მთავრობა ამ ეტაპზე რესტორნების, კაფეებისა და ზამთრის კურორტების გახსნასაც არ აპირებს. გიორგი გახარიას მითითებით, დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა და რესტორატორებმა მთავრობას 5 პუნქტიანი გეგმა წარუდგინეს და 1 თებერვლიდან მუშაობის აღდგენა მოითხოვეს.

ბიზნესმა პასუხად მიიღო, რომ საკოორდინაციო საბჭოს შედგენილი გეგმა ამ ეტაპზე არ გადაიხედება, არგუმენტი კი, ვირუსის გავრცელების რისკებია. ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა 2 საათიანი შეხვედრის შემდეგ თქვეს, რომ ყოველი კვირის ბოლოს რეგიონების მიხედვით მოხდება ეპიდემიოლოგიური რისკების შესწავლა და გადაწყვეტილებები წერტილოვან მოხსნებთან დაკავშირებით საერთო სურათის მიხედვით იქნება მიღებული.

ეკონომიკური გუნდი ბიზნესს მიმდინარე კვირაში ისევ შეხვდება, რადგან 1 თებერვლიდან გარკვეული ტიპის რეგულაციების მოხსნასთან ერთად ფრენებიც აღდგება, მორიგი აუდიენცია ტუროპერატორებთან არის დაგეგმილი.

დღის ამბები