08 სექტემბერი 2026,   06:05
ვრცლად
მადლობა მხარდაჭერისათვის, იმედი მაქვს გავიმარჯვებთ - ივერი მელაშვილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულმა ივერი მელაშვილმა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და საზოგადოებას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის:

"დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის სულ ყველას, ჩატარდა პროცესი და როგორც იქნა მოხდა ის, ეს საზოგადოების და პირველ რიგში ჩემი ადვოკატების დამსახურებაა, რომ გაგვათავისუფლეს პატიმრობიდან. დანარჩენი პროცესი წარიმართება და იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ. დაკავების საფუძველი არ არსებობდა აბსოლუტურად. მაგრამ დამაპატიმრეს, პოლიტიკური ნიშნითაა ეს ყველაფერი, ბოლომდე არის საქმე მისაყვანი, ამისთანა აბსურდულ ბრალდებებს ბოლო უნდა მოეღოს, არ შეიძლება ასეთი მარაზმი გაგრძელდეს ქვეყანაში,"- განაცხადა ივერი მელაშვილმა.

დღის ამბები