19 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
რუსთავის მერია ქალაქის თეატრის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაციას იწყებს

1 მილიონ 600-ი ათას ლარზე მეტს დახარჯავს რუსთავის მერია ქალაქის თეატრის მიმდებარედ მდებარე სკვერის რეაბილიტაციისათვის.

სამუშაოები უკვე დაწყებულია, ინფრასტრუქტურული პროექტი 8 თვეში უნდა დასრულდეს.

"პროექტი მაშტაბურია, ფაქტობრივად ყველანაირი საშუალება არის იმისი, რომ კომპანიამ თავისუფლად განახორციელოს მუშაობა და დათქმულ დროში, ზაფხულის მეორე თვეში, დასაწყისში მოახდინოს აღნიშნული სკვერის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება"- განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

დღის ამბები