გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში დილის 11 საათზე უნდა დაიწყოს.
ადვოკატები იმედოვნებენ, რომ ორივე მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარე კვირას დასრულდება და საბოლოო შედეგიც სამართლიანი იქნება.
"აქამდე გამოკითხული მოწმეებიდან არცერთი არ საუბრობს იმაზე, თუ რა ვითარებაში და როგორ გარდაიცვალა გიორგი შაქარაშვილი. მათ არ აქვთ ამის შესახებ ინფორმაცია. თუ სასამართლო კანონის შესაბამისად მიუდგება ამ საქმის განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას, გადაწყვეტილება უნდა იყოს გამამართლებელი,"- აცხადებს არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე.