19 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
დავით-გარეჯის საქმეზე მოწმეების გამოკითხვა გრძელდება - პროკურატურაში ყოფილ დეპუტატ დავით დარჩიაშვილს ელოდებიან

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მიქელაძე დავით-გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს პასუხობდა. კითხვები შეეხებოდა იმ ფარულ აუდიო-ვიდეო მასალას, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტი, საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილთან ერთად, თავადაც არის. მალხაზ მიქელაძე ამბობს, რომ ჩანაწერში უკანონო არაფერი იკვეთება და საკუთარ თავსაც და ივერი მელაშვილსაც უდანაშაულოდ მიიჩნევს. 

მალხაზ მიქელაძე დღეს სახელმწიფო ბრალდებამ პროკურატურაში მესამედ დაიბარა. მისი ინტერესების დამცველი გამორიცხავს, რომ მალხაზ მიქელაძის მიმართ გამოძიება სხვა მიმართულებით წარიმართოს და მოწმის სტატუსი შეიცვალოს.

9 წლის წინ პარლამენტში გაკეთებული განცხადების გამო ხვალ გამოძიების შეკითხვებისთვის პასუხის გაცემა ყოფილ დეპუტატს, დავით დარჩიაშვილს მოუწევს. დარჩიაშვილი დღესაც ამბობს, რომ დავითგარეჯის 2% მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზეა.

ყოფილ პარლამენტარს გენერალურ პროკურატურაში ხვალ, 12 საათისთვის, ელოდებიან.

დღის ამბები