საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 535 შემთხვევა გამოვლინდა - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სულ, გასული წლის თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით 2 65 200 ადამიანი დაინფიცირდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 757 ადამიანი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 257441-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსს კიდევ 7 ადამიანი ემსხვერპლა, ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3343-ია.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 27187 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 18381, PCR ტესტით - 8806.
დადებითობის მაჩვენებელი - დღიური - 1,97%-ია, ბოლო 14 დღის - 3,2%, ბოლო 7 დღის კი - 2,75%.