აქცია მიმდინარეობს მაღალმთიან აჭარაში - სოფელ წაბლანას მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს. ადგილობრივები სტიქიით დაზარალებულები არიან.
მთავრობამ 3 წლის წინ 220 ოჯახს ბათუმში სოციალურ სახლში ბინები გადასცა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ფართები ე.წ. შავი კარკასის მდგომარეობით მიიღეს. ისინი ამ ბინების მოწყობას, ან საჭირო თანხის ჩარიცხვას ითხოვენ.
ამბობენ, რომ სხალთაში ჰესის აშენების შემდეგ სასმელი წყლის პრობლემაც შეიქმნა და ცხოვრება შეუძლებელია.
აქციის მონაწილეებს ხულოს მერი გამოეხმაურა. ვახტანგ ბერიძემ განაცხდა, რომ დაზარალებულ მოსახლეობას ბინები გადაეცა და სხვა სახის დახმარება არ არის გათვალისწინებული. რაც შეეხება სასმელ წყალს, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხები ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.