ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამ დრომდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 265 722 გახდა.
ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 639 ინფიცირებული განიკურნა, შედეგად გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 258 732 შეადგინა.
კორონავირუსისგან კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 3363 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 9197, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 6208, PCR ტესტით - 2989.
15 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1.79 %, ბოლო 14 დღის - 3 %, ბოლო 7 დღის - 2.5 %
232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 1932 ადამიანი იმყოფება, ხოლო კარანტინის რეჟიმში - 238.