დიდი ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქართველოს სტუმრობს. პირველი შეხვედრა ვენდი მორტონს რამდენიმე წუთში, პარლამენტის თავმჯდომარესთან აქვს დაგეგმილი.
აუდიენცია შედგება, ასევე, საქართველოს პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან.
მორტონი, ასევე, ეწვევა საოკუპაციო ხაზს, დაესწრება განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებას.
საქართველოში ვიზიტის შესახებ ბრიტანელმა მინისტრმა სულ რამდენიმე წუთის წინ "ტვიტერზე" განცხადება გაავრცელა და საქართველოს ქართულად მიესალმა.
"შესანიშნავია, რომ დღეს თბილისში ჩემი პირველი ვიზიტია. ჩვენი ქვეყნები ახლო მოკავშირეები არიან და მოხარული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო და უფრო ძლიერდება,"- წერს მორტონი.