17 მაისი 2024,   10:54
ვრცლად
მედიაჰოლდინგ "კვირას" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე 2 პირი დააკავეს  

ორი პირი დააკავა პოლიციამ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მედიაჰოლდინგ "კვირას" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე. მათ ბრალად ედებათ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით.

ერთ-ერთი დაკავებული პირი წარსულში ნასამართლევია. ორივე დაკავებულს 2-2 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა ორი დღის წინ მედიაჰოლდინგ "კვირას" ოპერატორს ფიზიკური, ჟურნალისტს და მძღოლს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დღის ამბები