19 ნოემბერი 2024,   14:19
ვრცლად
შსს-ს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ბაზასთან მობილიზაციაა - ბაზა "ნაცმოძრაობის" ოფისთან ახლოს მდებარეობს

ამ წუთებში პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის მესამე განყოფილების ბაზასთან.

ბაზა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან, დაახლოებით, 500 მეტრში მდებარეობს.

ბაზის ეზოში, ამ დროისთვის, 30-მდე ავტობუსი და, ასევე, შსს-ს არაერთი სპეციალური ავტომობილი - პიკაპები დგას. 

გარდა ამისა, რამდენიმე ათეული სამართალდამცველი შევიდა ბაზის ტერიტორიაზე ბოლო 1 საათის განმავლობაში, მიმდინარეობს მათი გადაჯგუფება.

ბაზის ტერიტორია, ჯერჯერობით, პირად შემადგენლობას არ დაუტოვებია.

ჯერჯერობით, უცნობია, უკავშირდება თუ არა სამართალდამცველების მობილიზება ნიკა მელიას სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მას პატიმრობა შეეფარდა.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ნიკა მელია ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები