26 აპრილი 2024,   15:31
ვრცლად
ლიკანში პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა სარეაბილიტაციო პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა

ლიკანში, პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა სარეაბილიტაციო პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პოსტკოვიდური პერიოდის გამოწვევებსა და ამ მხრივ სარეაბილიტაციო პროგრამების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე გამოიკვეთა ინიციატივა ორი კურორტის, ლიკანისა და აბასთუმანის პოტენციალის გამოყენების მიზნით. 

შეკრების ინიციატორი "საპარტნიორო ფონდი" იყო, რომლის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საქართველოში სამედიცინო ტურიზმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

"საპარტნიორო ფონდის" ინიციატივაა, რომ ის დიდი პოტენციალი, რომელიც საქართველოს აქვს კურორტების განვითარების კუთხით, და ის დიდი პოტენციალი, რასაც ჰქვია სამედიცინო ტურიზმი, რითიც საქართველო გამორჩეულია მსოფლიოში, მაქსიმალურად გამოვიყენოთ,"-განაცხადა დავით საგანელიძემ. 

დღის ამბები