იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ არსებობს ახალი ვექტორული ვაქცინა, რომელიც "მოდერნას" და "ფაიზერს" არ ჩამოუვარდება ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის მიხედვით, თუმცა ამ ვაქცინის ეფექტურობა მხოლოდ 66%-ია.
"ვაქცინა, რომელიც გაჩნდა, ეს არის ვექტორული ვაქცინა, ერთ დოზაზე დაფუძნებული და მისი ლოჯისტიკა არის მარტივი, ის არის იაფი და ჩვენთვის ახლა, ყველა თეთრს მნიშვნელობა აქვს. მის ერთჯერად დოზირებას აქვს მხოლოდ 66%-იანი ეფექტურობა, მაგრამ ჰოსპიტალიზაციაზე და სიკვდილობაზე არანაკლები ეფექტი აქვს, ვიდრე ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინას. შესაბამისად, ეს ვაქცინა გახდა იმის ღირსი, რომ დაეშვათ.
ჯერჯერობით, "ჯონსონი და ჯონსონი", კომპანია, რომელსაც აშშ-ს ხელისუფლებამ მისცა მილიარდამდე დაფინანსება, რომ ამ კონდიციამდე მისულიყვნენ, ამბობენ, რომ აქვთ მხოლოდ 4-მილიარდამდე დოზა, რომელსაც მხოლოდ აშშ-ს უთმობენ. ისინი ამბობენ, რომ ვალდებულება COVAX-ის მიმართაც აქვთ, თუმცა სანამ ამერიკას არ მოამარაგებენ კიდევ აპრილის ბოლომდე 100 მილიონი დოზით, დაპირებულ დოზებს მანამდე ვერ გაანაწილებენ.
ჩვენ ამიტომ, შეიძლება მათთან ყველაფერი ვცადოთ, მაგრამ პერსპექტივა ნაკლებია,"-აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.