16 აპრილი 2024,   14:39
ვრცლად
ვაქცინის საკითხში უნდა ყოფილიყო ჩართული პრეზიდენტი და პრემიერიც - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ვაქცინაცის შემოტანის პროცესში პრეზიდენტი და პრემიერი უნდა ჩართულიყვნენ.

კულუმბეგოვის თქმით, ქვეყანა მხოლოდ COVAX-ის იმედად არ უნდა ყოფილიყო და მოლაპარარაკებები ვაქცინის  მწარმოებლებთან უნდა ეწარმოებინა. 

"მესმის, რომ არსებობს ობიექტური და ალბათ, სუბიექტური მიზეზები, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. ობიექტური მიზეზები, ფორსმაჟორია მსოფლიოში, მაგრამ უნდა მოხდეს ამის გარჩევა და ზუსტი ანალიზი, სად მოხდა შეცდომის დაშვება. ფაიზერი, მოდერნა თუ მსგავსი კომპანიები მესამე ფაზის კვლევებს უკვე იწყებდნენ გასული წლის ივლისში, ხომ არ იქნებოდა აუცილებელი, ამ პერიოდიდან დაწყებულიყო კომუნიკაცია მათთან. თუმდაც 1 მილიონი 20 დოლარიანი დოზის ყიდვა, რა გახდა ჩვენთვის? 

ისრაელის მაგალითზეც უნდა ვთქვათ, რომ იქ სახელმწიფოს პირველი პირები იყვნენ ჩართულები და ნამდვილად ვიზიარებ ჯანდაცვის მინისტრის მოსაზრებას, რომ ისრაელის მაგალითის საქართველოზე უნიფიცირება არ გამოგვადგება, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, ამაში უნდა ყოფილიყო ჩართული პრეზიდენტი, პრემიერიც. უნდა ყოფილიყო წერილი წერილზე და თუ საჭირო იქნებოდა ვიზიტიც კი, რაც ჩვენ არ გვინახავს. თუ ფარულად განხორციელდა, ბუნებრივია, არ ვიცი. 

ჩვენ უნდა გვქონოდა იმედი არამარტო COVAX-ის, პარალელურად, უნდა გვქონოდა მოლაპარაკებები მწარმოებლებთან,"-აღნიშნა "დღის კურიერში" ბიძინა კულუმბეგოვმა.

დღის ამბები