20 აპრილი 2024,   06:53
ვრცლად
"ოქროს გლობუსი" დისტანციურად - უცხოური პრესის ასოციაციამ გამარჯვებულები 25 ნომინაციაში გამოავლინა

პანდემიის გამო და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, წელს "ოქროს გლობუსი" დისტანციურად გაიმართა.

უცხოური პრესის ასოციაციამ კინოსა და სატელევიზიო სამყაროს წლევანდელ კანდიდატებს შორის გამარჯვებულები 25 ნომინაციაში გამოავლინა

საუკეთესო დრამატულ სურათად "ნომადლენდი" დასახელდა. ფილმის ავტორმა კი საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში გაიმარჯვა. ოქროს გლობუსი გადაეცა ჩედვიკ ბოუსმენსაც.

ის, ჰიტ ლეჯერის შემდეგ პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც ოქროს გლობუსი გარდაცვალების შემდეგ მიიღო.

წლის კომედიათ "ბორატ 2" დასახელდა, ხოლო, საუკეთესო კომედიური როლის შემსრულებელი საშა ბარონ კოენი გახდა.

საუკეთესო მინისერიალის კატეგორიაში ნეტფლიქსის შოუ "გამბიტის ლაზიერი" დასახელდა.

დღის ამბები