26 აპრილი 2024,   21:02
ვრცლად
მელაშვილი-ილიჩოვას საქმეზე სასამართლოს მეგობრის სტატუსი ომბუდსმენის აპარატს მიენიჭა

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სასამართლო პროცესზე შესავალი სიტყვით უკვე წარსდგა პროკურატურა.

ადვოკატები რაიმე შუამდგომლობის წარდგენას არ აპირებენ და კიდევ ერთხელ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, რომ საქმე პოლიტიკურია. სასამართლომ უკვე იმსჯელა სასამართლოს მეგობრის საკითხზე.

სასამართლოს მეგობრის სტატუსი მოსამართლემ სახალხო დამცველის აპარატს მას შემდეგ მინაიჭა, რაც მან დაცვის და ბრალდების მხარის პოზიციები მოისმინა. სასამართლოს მეგობრის სტატუსი ნიშნავს, რომ ომბუდსმენის აპარატს ექნება საშუალება საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. 

ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერიძე აცხადებს, რომ ამ საქმის შესწავლის შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა დარღვეულია ევროპული კონვეციის მე-18 მუხლი, რაც პოლიტიკურ მოტივს გულისხმობს. 

"ეს არის ამ პროცესების ნეიტრალური არბიტრის, სახალხო დამცველის შეფასება მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, სადაც საუბარია და აღწერილია არამარტი ის დაბრკოლებები რომელსაც ვაწყდებოდით, არამედ ის სამართლებრივი აბსურდი, რასაც პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე დაარქვა და ძალიან ლოგიკური დასკვნა აქვს გაკეთებული სახალხო დამცველს, რომ ეს პროცესი ხორციელდება არა მართლმსაჯულების ინტერესებით, არამედ სხვა მიზეზებით, რაც ნიშნავს, რომ ის ეწინააღმდეგება ევროპული კონვეციით დადგენილი ადამიანის უფლებათა დაცვის და თავისუფლების შესახებ მე-18 მუხლის მიზნებს. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, მე-18 მუხლის აპელირებით, მე სახალხო დამცველის მიერ არ მახსოვს," - აცხადებს ივერი მელაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე.

"უამრავი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემეობა იყო დამახინჯებული, აბსოლუტურად ყველა მოსაზრებაში ფაქტობრივი გარემოებები იყო დამახინჯებული, არასრულად წარმოდგენილი და რაც ყველაზე მტავარია, საქმის მასალებითაც, მოსაზრების ავტორი საქმის მასალებს არ იცნობდა სრულად იმიტომ რომ იქვე იყო აღნიშნული, საქმის მსალებს იცნობდა 2020 წლის 9 ოქტომბრის მდგომარეობით, რის შემდეგაც ბევრი საგამოძიებო მოქმედება ჩატრდა,"- განმარტავ პროკურორი მიხეილ სადრაძე.

დღის ამბები