სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი საბედაშვილის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, ოჯახებს მალე დაუბრუნდებიან.
"ყველა უკანონოდ დაკავებულის ოჯახს ქონდეს იმედი და დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ აღნიშნული პირები მალე დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს. რა დროს მოხდება მათი გათავისუფლება, ამაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გაძლევთ, თუმცა ყველა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მალე გათავისუფლდებიან და ყველაფერი კეთდება იმისთვის, ეს ხალხი დავიხსნათ უკანონო ტყვებიდან, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხიდან. ყველა მათგანის შესახებ ინდივიდუალურად მოხდა "აიპიარემზე" უშუალოდ მათი საკითხის განხილვა," - განაცხადა "დღის კურიერში" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა.