24 დეკემბერი 2024,   09:57
ვრცლად
მარტვილში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე, გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ, ინციდენტი მარტვილის ეპარქიაში მაშინ მოხდა, როდესაც ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა.

ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში ხის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად რამდენიმე არხის ჟურნალისტი და ოპერატორი, მათ შორის, "რუსთავი 2-ის" ოპერატორი დათო კონჯარია დაშავდა. 

დღის ამბები