20 აპრილი 2024,   07:47
ვრცლად
აქცია აჭარის მთავრობის სახლთან - სოფელ წაბლანისა და წაბლიანის მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს

აქცია აჭარის მთავრობის სახლთან - სოფელ წაბლანისა და წაბლიანის მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს.

მათი განცხადებით, სტიქიით დაზარალებულები არიან, მათ ხელისუფლებამ სოციალურ კორპუსში საცხოვრებლები გადასცა, თუმცა შენობაში ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და ცხოვრება შეუძლებელია.

აქციის მონაწილეები აღნიშნული ფართების გარემონტებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თუ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მათ არ შეხვდება და ეს პრობლემა არ გადაიჭრება, სოფელ წაბლანაში მშენებარე ჰესის პიკეტირებას მოახდენენ.

დღის ამბები