19 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
გომის მთაზე სამი მამაკაცის სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გომის მთაზე მიმდინარე სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა ამინდის გამო ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

უწყების ცნობით, სამი მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

"მეხანძრე-მაშველთა ათკაციანი ჯგუფი უკვე რვა საათია გომის მთისკენ, ორმეტრიანი სიმაღლის თოვლში სამაშველო ოპერაციაშია ჩართული. ნალექის სიმაღლის გამო ავტომობილით ეკიპაჟი ვეღარ გადაადგილდება. ამ დროისთვის მძიმე ტექნიკა კვალავს გზას, ხოლო მეხანძრე-მაშვეელბი ფეხით გადაადგილდებიან დანიშნულების ადგილისკენ.

სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება. ადგილზე ძლიერი ქარბუქია და მხედველობა არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი ვეღარ ახერხებდნენ გადაადგილებას," - ნათქვამია განხცადებაში.

დღის ამბები