დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კიდევ ერთი მედიკოსი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ვაქცინაციის შემდეგ დამძიმდა, ახლა თავს კარგად გრძნობს.
მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება, იყო თუ არა ეს შემთხვევა ანაფილაქსიური შოკი, გვერდითი მოქმედების კომიტეტმა უნდა მიიღოს. მისივე თქმით, ანაფილაქსიური შოკი ჯერ არ დადასტურებულა.
"ახალგაზრდა ადამიანია. იცით, რომ არსებობს კომიტეტი ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების, მათთან იყო კომუნიკაცია. ეს ახალგაზრდა ქალი არის ერთ-ერთ საავადმყოფოში.
იქ კლინიკამ დაწერა ანაფილაქსიური შოკი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ვაქცინაციაზე გვერდითი მოქმედების კომიტეტმა, იყო თუ არა იქ ანაფილაქსიური შოკი.
იქ იყო გიდასტურებთ, მწვავე ალერგიული რეაქცია. თვითონ ანაფილაქსია მიეკუთვნება მწვავე ალერგიული რეაქციების რიგს, მაგრამ იყო თუ არა შოკი, ეს დასადასტურებელია, ახლა ის კარგად არის," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.