30 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
რუსთავში არასრულწლოვანი გოგო თანატოლმა დაჭრა

რუსთავში არასრულწლოვან გოგონებს შორის კამათი დაჭრით დასრულდა. 17 წლის გოგო მისმა თანატოლმა, სავარაუდოდ დანით, მუცლის არეში დაჭრა.

დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაუწიეს, რის შემდეგაც, ბინაზე გაწერეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებსს გულისხმობს.

დღის ამბები