19 ნოემბერი 2024,   16:17
ვრცლად
გარდაცვლილ ექთანს ვაქცინაციამდე სამედიცინო გამოკვლევები კლინიკა "იმედში" არ ჩატარებია - ახალციხის კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი

ახალციხის კლინიკა "იმედის" აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ბარძიმაძის განცხადებით, ექთან მეგი ბაქრაძის ცუდად გახდომის შემდეგ, რეანიმატოლოგი ადგილზე 2 წუთში მივიდა. 

გიორგი ბარძიმაძის თქმითვე, მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციის პროცესამდე სამედიცინო გამოკვლევები მათ კლინიკაში არ ჩატარებია.

"ყველა ვაქცინას და ყველა სამედიცინო ჩარევას აქვს რაღაცა გვერდითი მოვლენები. ამ ვაქცინას, სხვა ვაქცინას აქვს თავისი გვერდითი მოვლენა. ორ წუთში იქ რეანიმატოლოგი იყო, რამდენ წუთშიც აღწერილია, იმდენ წუთში იქ ზუსტად იყო. ყველაფერი აღწერილია, ყველაფერი გადაცემულია და ამას შეაფასებენ შესაბამისი სტრუქტურები.

არანაირი გამოკვლევა ამ კლინიკაში მას ჩატარებული არ აქვს. თუ გემოგლობინი ჰქონდა მაღალი, წარმოგიდგინეს?! თუ აქვთ, წარმოადგინონ," - განაცხადა ახალციხის კლინიკა "იმედის" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბარძიმაძემ.

გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატს ცოტა ხნის წინ გადაეცა საქმის მასალები და რომლის გაცნობის შემდეგ, ის დეტალურად შეეცდება ისაუბროს საქმესთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძემ "ასტრაზენეკას" ვაქცინა ახალციხეში, კლინიკა "იმედში" გაიკეთა, რის შემდეგაც ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

დღის ამბები