გარდაცვლილი ექთნის ოჯახი ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვს - მეგი ბაქრაძის მეუღლე ვარაუდობს, რომ ექიმებმა რეაქცია დააგვიანებს. ის ასევე ითხოვს გამოიკვლიონ, რა პრეპარატები დაუნიშნეს 27 წლის ექთანს ვაქცინაციამდე.
ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზებს ალტერნატიული ექსპერტიზაც შეისწავლის.
ოჯახის წევრების ბრალდებებს დღეს კიდევ ერთხელ უპასუხეს ახალციხის იმ კლინიკაში, სადაც ვაქცინაცია ჩატარდა. რეანიმატოლოგის მტკიცებით, კრიტიკულ მომენტში პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა პროცედურა შესრულდა.
ავტორი: მაია იველაშვილი