ფარული ჩანაწერების საქმეზე გამოძიებას ითხოვს ანა დოლიძე - მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა გენერალურ პროკურატურასთან განცხადება შეიტანა.
დოლიძე ივანე გულაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე, რომ მის საცხოვრებელ ბინაში უთვალთვალებდნენ, გამოძიების დაწყებას ითხოვს.
ანა დოლიძე დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასაც ითხოვს.