სამოქალაქო პლატფორმის ”საქართველო - 3 ზღვის ინიციატივა” დამფუძნებელი კოკი იონათამიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ პროფესიული და ეფექტური საინფორმაციო კამპანია უნდა განხორციელდეს.
"ყველა ქვეყანაში ადამიანების ემოციური წყობა განსხვავებულია. ლატვიელისთვის შეიძლება უფრო ნაკლები ინფორმაცია იყოს საკმარისი, რომ ენდოს სახელმწიფო სტრუქტურებს, საქართველოსთვის შეიძლება უფრო მეტი ინფორმაციის გავრცელება, უფრო მეტი მუშაობა იყოს საჭირო ამ მიმართულებით.
ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული და ამის ხარჯზე უნდა განხორციელდეს პროფესიული და ეფექტური საინფორმაციო კამპანია. მე ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლი საქართველოსთვის მთავრობის პანდემიასთან გამკლავების.
მე ვნახე კვლევა, რომ მაღალი რიცხვია, სადაც საქართელოს მთავრობა კარგად უმკლავდება პანდემიას, ეს კარგია, მაგრამ ეს რიცხვი გამოწვეულია ალბათ იმით, რომ ბოლო პერიოდში არ გვაქვს ინფიცირებულთა დიდი რიცხვი, თუმცა, სამწუხაროდ, გარკვეული მატება იქნება ყველა შემთხვევაში,"- განაცხადა კოკი იონათამიშვილმა.