თელავში ავარიის დროს 39 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა. სოფელ აკურაში შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქვეითად მოსიარულე გზის გადაკვეთას ცდილობდა.
მას მსუბუქი მანქანა დაეჯახა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა.
ექიმების შეფასებით, ამ ეტაპზე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.