08 სექტემბერი 2026,   07:25
ვრცლად
საქართველო კიდევ ერთი ვაქცინის მოლოდინში - Pfeizer-ის 30 000 დოზა ხელმისაწვდომი ხვალიდან იქნება

Pfizer-ის ვაქცინის დაახლოებით 30 000 დოზა ქვეყანაში დღეს შემოვა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, იცვლება პროტოკოლი - აცრის შემდეგ კლინიკაში დაყოვნების დრო 45 წუთამდე გაიზრდება.

ამ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროში.

"ხვალ უკვე იქნება Pfizer-ის ვაქცინა, რაც დაემატება ვაქცინაციის პროგრამას. ის დაწესებულებები, რომლებიც ჩართული იყვნენ AstraZeneca-ს იმუნიზაციის პროცესში, მაგრამ თავდაპირველად მათი შეფასება მოხდა Pfizer-ის ვაქცინისთვის, გადაერთვებიან და გააგრძელებენ Pfizer-ის პროგრამას"- განაცხადა გაბუნიამ. 

დღის ამბები