19 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
მადლობა, რომ მიმანიშნეს იმ სიტყვებზე, რომელიც არ უნდა გამოვიყენო, ვეცდები გამოვსწორდე - მიტროპოლიტი სტეფანე საზოგადოებას ბოდიშს უხდის

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის. მიტროპოლიტი, რომელმაც მონაზონი სოსანა ღამის საათებში ქუჩაში დატოვა და მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, მის ფრაზებს ჟარგონად და ბარბარიზმად აფასებს და თავის გასამართლებლად ამბობს, რომ მთავარია ის გულწრფელი იყო და მონაზონის გადარჩენას ცდილობდა.

მიტროპოლიტმა დასჯილი სასულიერო პირები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

"მადლობა იმათ, რომ მიმანიშნეს იმ სიტყვებზე, რომელიც არ უნდა გამოვიყენო და შენდობას ვთხოვ და მადლობას ვუხდი მათ ყველას, ვეცდები, რომ გამოვსწორდე. ამათმა, ვინც ჩვენგან განიკვეთა და ვისაც აკრძალული აქვს მღვდელმსახურება, წავიდნენ და დაუდგენ იმ გირჩებს და იმათგან ითხოვენ შველას. ნუ, ღმერთისგან შველა თუ არ გინდა, გირჩმა გიშველოს, არ არის პრობლემა, ვისაც როგორ უნდა, მაგრამ, ვეუბნებით, რომ გირჩი ვერ გიშველით, ეკლესიაში უნდა მოხვიდეთ და შენდობით დადგეთ ღვთის წინაშე,"- განაცხადა მიტროპოლიტმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები