24 აპრილი 2024,   20:12
ვრცლად
განიხილავს თუ არა მოსამართლე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს - საქალაქო სასამართლოში პროცესი ხვალ 11:00 საათზე დაიწყება

13 აპრილს, ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში თავად მოისმენს, იქნება თუ არა განხილული მისი აღმკვეთი ღონისძიების გადახედვის საკითხი. პროცესი 11:00 საათზეა დანიშნული.

ადვოკატის განმარტებით, პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა პროკურორებმა რომ არ დააყენონ, მოსამართლეს შეუძლია ეს საკითხი საკუთარი შეხედულებითაც გადაწყვიტოს.

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ 17 თებერვალს მიიღო. საფუძვლად ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შემდეგ დაკისრებული გირაოს გადაუხდელობა დასახელდა.

"ნაცმოძრაობის" ლიდერი, პარტიის ოფისში, 23 თებერვალს სპეცრაზმის შესვლის შემდეგ აიყვანეს.

დღის ამბები