"როგორ შეიძლება იმ პირის დაკითხვა არ მოგინდეთ, ვინც თქვა, რომ მტკიცებულებები გააქრეს" - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ბრალდებული ნიკა მელია პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლეს მიმართა.
ენმ-ს თავმჯდომარე "ქართული ოცნების" თავმჯდომარისა და ივანე გულაშვილის დასაკითხ პირთა სიაში შეყვანას მოითხოვს.
"ყურადღებით გისმენთ, მადლობა ყველა გულშემატკივარს, მადლობა მოსამართლეს და პროკურორ გულუაშვილს, მოტივაციას მაძლევთ.
სამართლის ცოდნა სულ არაა საჭირო, რომ ეს შუამდგომლობა დამიკმაყოფილოთ.
როგორ შეიძლება იმ პირის დაკითხვა არ მოგინდეთ, ვინც თქვა, რომ მტკიცებულებები გააქრეს. თუ ამას არ დააკმაყოფილებთ ყველასთვის ნათელი გახდება რას ემსახურებით.
რაც შეეხება კობახიძეს - სანამ მოსამართლევ, თქვენ აქ საუბრობდით, თურმე იმათ გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ. ხო თქვა ეს კობახიძემ, ხო აღიარა.
თქვენ ხომ თქვენს რეპუტაციაზე უნდა იფიქროთ? ხელისუფლება შეიცვლება, ცვლილებების პირას ვდგავართ, მომავალზე იფიქრეთ, რას იტყვიან 15-20 წლის მერე, ამ საქმეზე ხო დადგინდება ჭეშმარიტება. ეს ხო ლაქად გაგყვებათ? კობახიძე მოწმის სახით, რომ არ დაკითხოთ თქვენ რეპუტაციას ხო შებღალავს?
გახარიამ თავის დროზე ჩემს დაკავებაზე თანხმობა გასცა, კობახიძემაც თქვა, ახლა, რომ თითქოს შეიცვალა," - აცხადებს ნიკა მელია.
ნიკა მელიას ადვოკატებმა დღეავანდელ პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. დაცვის მხარე ერთ-ერთ მტკიცებულებად სასამართლომ ირაკლი იმნაიშვილის გადაცემა "ღამის კურიერის", იმ გადაცემის განხილვას ითხოვს, სადაც სტუმრად ირაკლი კობახიძე იყო მოწვეული. მათი თქმით, ინტერვიუდან ცნობილი ხდება, რომ გეგმავდნენ ნიკა მელიას დაპატიმრებას, ეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა პროცესი დაწყებული არ იყო.
საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესიამ წუთებშიც გრძელდება.