19 აპრილი 2024,   12:06
ვრცლად
ჯარში არაადამიანური მოპყრობისთვის დაკავებული შსს-ს თანამშრომლების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ჯარში, წვევამდელებისადმი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომლის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. დაკავებულები ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობენ.

ბრალდებულების უფლებადამცველებს უკვე გადაეცათ საქმის მასალები. ადვოკატები ამბობენ, რომ მტკიცებულებებით მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობა არ იკვეთება, შესაბამისად, ისინი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

საქმეში იაღლუჯის ბაზაზე მომხდარი სავარაუდო დანაშაულის 6 ეპიზოდი ფუგურირებს - მათ შორის კბილის ჯაგრისებით ყაზარმის საპირფარეშოს იატაკის წმენდის იძულება.

 

დღის ამბები