დღეს დილის მონაცემებით, საქართველოში "სინოფარმის" ვაქცინაზე 6700 ადამიანია დარეგისტრირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ყველაზე აქტიური ამ მხრივ თბილისი აღმოჩნდა - დედაქალაქში ჩინურ ვაქცინაზე 4500 ადამიანი დარეგიტრირდა.
"ძალიან აქტიურად დაიწყო რეგისტრაცია, რაც სასიხარულოა, რადგან ადამიანები ხვდებიან, თუ რა ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ჩაიტაროს ვაქცინაცია," - აცხადებს პაატა იმნაძე.