12 მაისი 2024,   08:31
ვრცლად
პოლიცია ამ დრომდე ეძებს პირს, რომელმაც წყალტუბოში სკოლის მოსწავლე დაჭრა

პოლიცია ამ დრომდე ეძებს პირს, რომელმაც სკოლის მოსწავლე დაჭრა. სისხლიანი გარჩევა წყალტუბოში მოხდა. მესამე საჯარო სკოლასთან ამავე სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე, მუცლის არეში დაჭრეს. 18 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხუბში არ ფიგურირებენ სამართალდამცველები, დაპირისპირება ორ მოქალაქეს შორის მოხდა და ორივე ადმინისტრაციულად დააკავეს. საქმე 126 მუხლით არის აღძრული, ცემას გულისხმობს.

დღის ამბები