02 მაისი 2024,   08:14
ვრცლად
გასულ ღამეს ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში "ჰამასის" 40 მიწისქვეშა გვირაბი დაბომბა - განახლებულ კონფლიქტს დასასრული ჯერ არ უჩანს

მოწმენდილი ცა ისრაელსა და ღაზაში უკვე მე-9 დღეა არ უნახავთ, განახლებულ კონფლიქტს ჯერ დასასრული არ უჩანს. ნეთანიაჰუს გამოთვლებით, "ჰამასზეიერიშებით ისინი 10 წლით უკან დახია, თუმცა სარაკეტო იერიშები არც ანკლავიდან წყდება. ჯერჯერობით მშვიდობაზე მხოლოდ დიპლომატები საუბრობენ, განსხვავებით მთავარსარდლებისგან.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ დღეს განაცხადა, რომ ისრაელი წამზომით არ დგას და ჯერჯერობით სამხედრო ოპერაციის წარმატებით დასრულებაზე ზრუნავს.

რა ხდება ამ დროს საერთაშორისო ფრონტზე მაშინ, როდესაც ცეცხლის შეწყვეტაზე რამდენიმე ქვეყანა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას მოითხოვს, ვაშინგტონი კი, კულისებში მოლაპარაკების ტაქტიკის მომხრეა.

გასულ ღამეს ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში "ჰამასის" 40 მიწისქვეშა გვირაბი დაბომბა.

მთავარი სამიზნე "ჰამასის" მეთაური მოჰამედ დეიფია, ამიტომ პალესტინაში არ აქვთ იმედი, რომ სარაკეტო იერიშები უახლოეს დღეებში შეწყდება.

დღის ამბები