საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ქართული შტამის წარმოქმნის ალბათობა ძალიან მცირეა, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
"საქართველოს მოსახლეობა, სამწუხაროდ, იმდენად მცირეა, რომ რაც არ უნდა ინტენსიური იყოს ვირუსის ცირკულაცია, ახალი შტამების წარმოქმნის ალბათობა ასეთი მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნებში ნაკლებად სავარაუდოა. ეს, რა თქმა უნდა, უფრო მოხდება ისეთ ქვეყნებში, სადაც ვირუსის ცირკულაცია ხდება ათეულ მილიონობით ადამიანში. ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები ამის ითვალისწინებენ და თანამედროვე ტექნოლოგიებით აკვირდებიან ვირუსს იმ შემთხვევისთვის, თუ შეიცვლება კოვიდის ფორმა და აღარ იქნება ვაქცინა საკმარისი. ეს ყველაფერი არის მუდმივი მორიტორინგის ქვეშ." - განაცხადა პაატა იმნაძემ.