05 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
ესპანეთი COVID-19-ის წინააღმდეგ უსახლკარო ადამიანების აცრას იწყებს

ესპანეთში დღეს უსახლკაროების ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო. თავისი დოზის მიღებას 30 000-მდე ადამიანი ელოდება.

ქვეყანაში უამრავი უსახლკაროთა ბანაკი არსებობს, ამიტომ ესპანეთის მთავრობამ ამ პროცესის სისრულეში მოსაყვანად საკმაოდ დიდი თანხა გამოჰყო.

ვაქცინა უკვე 300-მდე უსახლკაროთა საცხოვრებელს მიეწოდა. საკმაოდ დიდი მოთხოვნა და რიგი იყო ვაქცინაზე სან ისიდროს ცენტრში.

"ძალიან მიხარია, რომ დღეს ვაქცინა გავიკეთე, მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობას და ყველა იმ ექიმს, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობს" - აღნიშნა ერთ-ერთმა უსახლკარომ, 67 წლის ანგელა ალფონსამ.

ამ პროგრამას უსახლკარო მოსახლეობის ყოველდღიური ყოფა საკმაოდ შეამსუბუქა, რადგან მათთვის თავისთავად ჰიგიენის ნორმების დაცვა და ნიღბის ტარება ძალიან რთული იყო.

ესპანეთის მოსახლეობის 20 პროცენტი კოვიდის მიმართ უკვე სრულიად იმუნიზირებულია, 90 პროცენტს კი პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს.


ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

 

დღის ამბები