19 დეკემბერი 2024,   08:39
ვრცლად
ჩვენი დაფინანსების წყაროები უახლოეს დღეებში გახდება საჯარო - ვარლამ გოლეთიანი

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების მთავარი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანიs განცხადებით, აქციების დამფინანსებლების ვინაობა უახლოეს დღეებში საჯარო გახდება. 

მანვე წამოაყენა ინიციატივა, სხვა ორგანიზაციებმაც, მათ შორის, მედიამ, საკუთარი დამფინანსებლების ვინაობა საჯარო გახადონ. 

"თქვენ იცით, რომ უამრავი ადამიანი უჭერს მხარს ამ ბრძოლას და ჩართულია ამ ბრძოლაში. ემიგრანტები და ჩვენი სხვა მოქალაქეები გამოთქვამდნენ აზრს, რომ არ უნდოდათ დასახელებულიყო პირადად მათი სახელი და გვარები გადარიცხვების დროს. თვითონ ამბობდნენ, რომ არ უნდოდათ ამის გასაჯაროება. რადგან გაჩნდა ინტერესი, არ იქნებოდა სწორი, გამოგვეფინა ეს ყველაფერი. ამიტომ, გავდივართ კონსულტაციებს იურისტებთან, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ ადამიანების ინტერესების დაცვა და არანაირი პრობლემა არ არის, უახლოეს დღეებში ამ შემოწირულობებს დავდებთ და ყველასთვის იქნება ის ხელმისაწვდომი.

გამოვდივართ ინიციატივით, რომ რადგან დიდი ინტერესია ჩვენს დაფინანსებასთან დაკავშირებით და გარკვეული სპეკულაცია ხდება, რომ ყველა ორგანიზაციამ თუ მედიამ, დადოს ინფორმაცია, მათ შორის, თქვენც შეგიძლიათ, ვინ საიდან ფინანსდება. ჩვენ ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ დავდებთ პირველები, დანარჩენი უკვე შეუძლია ყველას გამწკრივდეს და თავისი დაფინანსების წყაროები გახადოს საჯარო. ყველასთვის საინტერესოა, მათ შორის ჩვენთვისაც, რადგან ჩვენ მიმართ გაჩნდა ეს დიდი ინტერესი,"-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. 

დღის ამბები