03 ნოემბერი 2026,   18:18
ვრცლად
საქართველოს კულტურის მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა
საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
 
"შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობს საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მომავალ წელს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.
 
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზაობა, კიდევ უფრო გააღრმავონ საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული ქართულ-ებრაული კულტურული ურთიერთობები", - აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 
უწყებაში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე ესწრებოდნენ.
დღის ამბები