ბანკიდან გამოსულ დედას გარეთ დატოვებული შვილი აღარ დახვდა - გორში გაუჩინარებულ 14 წლის გოგოს ეძებენ
02-06-2021 17:40
გორში 14 წლის მოზარდს ეძებენ. გოგონა 2 დღის წინ გაუჩინარდა. ის სოფელ ტინისხიდის მკვიდრია. 31 მაისს დედასთან ერთად გორში იყო ჩასული, რამდენიმე წუთით ბანკში შესულ დედას ფილიალის ეზოში მყოფი შვილი აღარ დახვდა.