05 მაისი 2024,   18:33
ვრცლად
ვაქცინა ინჰალაციით - ჩინელი მეცნიერების ახალი მიდგომა COVID-19-ის წინააღმდეგ

ჩინეთმა დაადასტურა, რომ ახალი სახის ინჰალაციურ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაზე ცდები გააფართოვა. მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი ეპიდემიოლოგი ჩენ აიფია.

მისი განცხადებით, ახლა უკვე ელოდება ნებართვას, რათა ინჰალაციური ვაქცინა მასობრივ გამოყენებაში ჩაუშვას. ასევე, ჩენ აიფი ამბობს, რომ ინჰალაციით ვაქცინის მიღება მეტად ეფექტურია, რადგან  რესპირატორულ ზონაში ანტისხეულების მობილიზება და იმუნიზირება ასე უფრო ზუსტად და მარტივად ხდება.

ამავდროულად, მეცნიერებს შორის ცხარე კამათი მიმდინარეობს ამ ტიპის ახალ პროდუქტთან დაკავშირებით, ვინაიდან მეცნიერთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ კორონავირუსის სხვა ტიპის, კანქვეშა და კუნთოვან ვაქცინებს მეტი ეფექტურობა აქვს.

აქედან გამომდინარე, დავის შედეგი განსაზღვრავს, დაიწყება თუ არა ინჰალაციური ვაქცინების მასობრივი გამოყენება.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები